kievs.com.ua

muk
Поиск по сайту
Поиск по каталогу

Каталог продуктов и сервисов



MUK International: საქართველო

MUK-Tbilisi, მუკ კომპანიათა ჯგუფის ლოკალურმა წარმომადგენლობამ საქართველოში, მუშაობა დაიწყო 2011 წლის ნოემბერში.

დდროის ამ პერიოდში იქნა ხელმოწერილი კონტრაქტები ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროს მოწინავე კომპანია-მწარმოებლებთან: Alcatel-Lucent, AMP, AEG, Arista, Bitdefender, Brickcom, Conteg, DellWyse, EMC, е.НОТ, Fortinet, Gigamon, Grandstream, HP, IBM, InFocus, Infowatch,Inspur, Iomega, IXIA, JuniperNetworks, Kodak, KUB, Landesk, Conteg, Plustek, Qihan, Qnap, Sopar, StarWind, TP-link, Ysoft, TrippLite, Unify, Veeam, VMware и Zimbra. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად განავითარებს საპარტნიორო ქსელს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, რამაც მას საშუალება მისცა გაეზარდა გაყიდვების მოცულობები და მონაწილეობა მიეღო მთელ რიგ საინტერესო პროექტებში საქმიანობის სხვადასხვა სფეროების ორგანიზებისთვის.

სახელმწიფო დონეზე

საქართველო აქტიურად ნერგავს მოწინავე ინფორმაციულ ტექნოლოგიებს ყველა სფეროში. გამონაკლისს არც სახელმწიფო სექტორის ორგანიზაციები წარმოადგენენ, რომლებიც საკუთარ საქმიანობაში კარგად იყენებენ ტექნოლოგიურ სიახლეებს. ასე მაგალითად, MUK Tbilisi თავის პარტნიორებთან ერთად დახმარება გაუწია საქართველოს შსს-ში განაწილებული უსაფრთხო საფილიალო ქსელის ორგანიზებაში, რამაც შესაძლებელი გახადა მონაცემთა დამუშავების ცენტრის საკომუტაციო ნაწილის ფუნქციონალურობის გაფართოებას და პროდუქტიულობის გაუმჯობესებას. პროექტი რეალიზებულ იქნა JuniperNetworks მოწყობილობის – SRX ბრანდმაუერის, კორპორატიულ ქსელში შეღწევის უზრუნველყოფისთვის EX3300 კომუტატორების, აგრეთვე EX8200 ბირთვის კომუტატორებისთვის ხაზის ბარათების ბაზაზე.

ქსელებსშორისი ეკრანები Juniper SRX წარმოადგენენ მოწყობილობებს „სამი ერთში“, რომლებიც მოიცავს მარშრუტიზაციის, კომუტაციისა და ქსელური უსაფრთხოების ფუნქციებს – NGFW, UTM (ანტივირუსი, ანტისპამი, ვებ-ფილტრაცია, კონტენტური ფილტრაცია), IPS, IDP, Sky Advanced Threat Prevention (უზრუნველყოფს დაცვას შეფერხებისგან). უსაფრთხოების მართვის სისტემა Junos Space Secure Director -თან ერთობლიობაში მისთვის შესაძლებელი არის წვდომა ღრუბლოვანი სერვისის ფუნქციონალ Spotlight Secure ThreatI ntelligence -გან Juniper Networks -თან, რომელიც botnet, malware-ის შესახებ ინფორმაციის შეკრებისა და პოლიტიკების ავტომატურად გამოყენების საშუალებას იძლევა.

EX სერიის საოპერატორო კლასის გიგაბიტური L3 – კომუტატორები კონვერგენტული კორპორატიული ქსელებისთვის, დატა-ცენტრებისა და კავშირის ოპერატორებისთვის ვირტუალური შასის მხარდაჭერით საშუალებას იძლევა შეიქმნას ეკონომიური და მოქნილი გადაწყვეტილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ წვდომას რესურსტევად კონვერგენტულ ქსელებთან, რომლებიც გადასცემენ მონაცემებს, ხმასა და ვიდეოს.

ვირტუალური შასის ტექნოლოგია EX3300/EX4300 ათამდე კომუტატორის ერთიან ლოგიკურ ბლოკში გაერთიანებისა და მასთან, როგორც ცალკე მოწყობილობასთან ურთიერთქმედების საშუალებას იძლევა. ასეთი მიდგომა ზრდის საწარმოს ქსელური ინფრასტრუქტურის მოქნილობას და ამარტივებს მაღალტექნოლოგიური კომუტატორების მართვას.

EX8200 სერიის მაღალმწარმოებლური საკომუტაციო პლატფორმა წარმოადგენს კორპორატიული ქსელის ბირთვისა და მონაცემთა დამუშავების ცენტრის ქსელის დონის გადაწყვეტას. პლატფორმა წარმოდგენილი არის 8 და 16 სლოტური ორი შასის სახით შესაბამისად, 14 და 21RU ფორმ-ფაქტორებში. ტევადობა EX8208 შეადგენს 384 GE ან 64 GE Fullrate რეჟიმში (მწარმოებლურობა 80 გბ/წ სლოტზე). ხელახლა გადმოწერის რეჟიმში შეიძლება მიღწეულ იქნეს მაჩვენებელი 320 TGE. 16-სლოტიანი შასის ტევადობა ორმაგდება. მოცემული პროექტის ჩარჩოებში უკვე არსებული ბარათების დამატებად ორი შასიდან თითოეულში დამატებით იქნა დაყენებული ბარათები 48 პორტზე 10/100/1000BaseT და რვა 10-გიგაბიტურ პორტზე SFP+.

IT სასტუმროებისთვის

საინტერესო პროექტი იქნა რეალიზებული MillenniumHotel ცალკეული კომპლექსების მონაცემთა გადაცემის ქსელის აგების ჩარჩოებში. ძირითად თვისებურებას წარმოადგენს ის, რომ დამკვეთის ტექნიკური დავალება სრულად იქნა რეალიზებული HPE Flex Network გადაწყვეტების Hewlett Packard ის ახალ შენაძენ ArubaNetworks პროდუქტებთან ჰიბრიდით. საკაბელო ქსელის ბირთვად არჩეულ იქნა მოდულური კომუტატორები HP 5412R zl2, წვდომის დონის სახით არჩეულ იქნა მოდელი HP 2920. ყველა უსადენო ქსელი რეალიზებული არის AP-103, AP-215, AP-275 წვდომის წერტილების საფუძველზე. აგებული უსადენო ქსელი არის ინტელექტუალური და კონტროლდება გამოყოფილი კონტროლერების Aruba 7210-ს დახმარებით. ქსელური მოწყობილობის მართვა ხდება ცენტრალიზებულად პროგრამული უზრუნველყოფის HP IMC-ს საფუძველზე.

ასევე უნდა აღინიშნოს პროექტი, რომელიც ითვალისწინებს 1000 კამერისა და ქსელური ვიდეორეგისტრატორის მიწოდებას სამედიცინო კომპანია EVEX -თვის.

მარკეტინგული აქტივობა

MUK-Tbilisi განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ბრენდების წინ წაწევას ბაზარზე, რისთვისაც მნიშვნელოვან ბიუჯეტებს გამოყოფს სხვადასხვა სემინარებისა და კონფერენციების ჩატარების მიზნით დამკვეთებისა და პარტნიორებისთვის. გასულ წელს საქართველოში ჩატარდა ასეთი ღონისძიებების მთელი რიგი. ასე მაგალითად, ყაზბეგში ჩატარდა სამდღიანი სემინარი, რომელიც მიეძღვნა ქსელების, სერვერების, შენახვის სისტემებისა და პერსონალური სისტემების ვირტუალიზებას. ღონისძიების მიმდინარეობისას კომპანია HP -ს წარმომადგენლებმა ისაუბრეს შენახვის სისტემა HP 3PAR StoreServ 8000-ს – კორპორატიული კლასის ფლეშ-მასივის უპირატესობებზე, რომელიც ზრდის მონაცემთა შენახვისა და დისკური სივრცის გამოყენების ეფექტურობას. მასში გამოიყენება სრულადდაკავშირებული არქიტექტურა fullmesh, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურ მწარმოებლურობას დატვირთვის მკვეთრი ზრდის პირობებში, მასივის კონტროლერების თანაბარზომიერ დატვირთვას და სისტემის მაღალ მდგრადობას შეფერხებების მიმართ. საუბარი ასევე შეეხო კომპლექსურ ინსტრუმენტს HP BackUp, Recoveryand Archiving, რომელიც დამკვეთს აწვდის სწორ ინფორმაციას მონაცემთა ორგანიზების მიმართ. თავის მხრივ, კომპანია VMware-ს წარმომადგენლებმა ჩაატარეს ვირტუალური ექსკურსია მონაცემთა დამუშავების დაცულ ცენტრში და ისაუბრეს IT-შემადგენელის ორგანიზებაზე ჰიბრიდული ღრუბლების ეპოქაში. გარდა ამისა, დამსწრეებისთვის ცნობილი გახდა VMware vRealize Business -ინსტრუმენტის უპირატესობების შესახებ, რომელიც უზრუნველყოფს IT-მომსახურების გამჭვირვალობას, ხარჯებისა და ხარისხის კონტროლს, ამდენად, IT-დირექტორს შესაძლებლობას აძლევს ინფრასტრუქტურა მოიყვანოს ბიზნესის მოთხოვნილებებთან შესაბამისობაში და დააჩქაროს IT-გარემოს გარდაქმნა.

HP გადაწყვეტილებებს ასევე მიეძღვნა კონფერენცია, რომელიც გაიმართა კაჭრეთში. მონაწილე პარტნიორებისთვის ცნობილი გახდა, თუ პერსონალზე დატვირთვისა და პრაქტიკულად ნებისმიერი ბიზნეს-კრიტიკული დანართის დაცვის ხარჯების შემცირებით როგორ უზრუნველყონ დანართების უსაფრთხოება HP Fortify -ს დახმარებით. ღონისძიების მიმდინარეობის დროს ინფორმაციისა და უსაფრთხოების მოვლენების მართვისთვის ჩატარდა კომპლექსური გადაწყვეტა ArcSight SIEM-ს მიმოხილვა, რომელიც რენტაბელობის შენარჩუნების პირობებში მოთხოვნებისადმი შესაბამისობისა და უსაფრთხოების სფეროში ხარისხიანი ანალიტიკური მონაცემების მიღების შესაძლებლობას იძლევა, რაც თავის მხრივ საფრთხეების გამოვლენისა და რისკების მართვის საშუალებას იძლევა. კომპანიის წარმომადგენლებმა აუდიტორიას მოუთხრეს ქსელური უსაფრთხოების უზრუნველყოფის შესახებ მრავალმიზნობრივი ადაპტირებადი ქსელებშორისი ახალი თაობის ეკრანის HP TippingPoint NGFW მეშვეობით.

MUK-Tbilisi -სა და Grandstream Networks, НР и TrippLite კომპანიების ერთობლივი ღონისძიება ჩატარდა ბორჯომში. Grandstream-ის წარმომადგენლებმა ისაუბრეს IP -ტელეფონიის თანამედროვე და საიმედო სისტემებზე, აგრეთვე IP -ვიდეოთვალთვალის ხარისხიანი გადაწყვეტების შესახებ. გარდა ამისა გაიმართა Grandstream -გან ვიდეოკონფერენცკავშირის ახალი პროდუქტის – სისტემა ВКС GVC3200 დემონსტრაცია. TrippLite-ს პრეზენტაციაში საუბარი შეეხო კომპანიის პროდუქტის უპირატესობებს და მათი გამოყენებით მიღებულ სარგებელს დამკვეთებისთვის კონკურენტების გადაწყვეტილებებთან შედარებით. ხოლო HP-ს წარმომადგენლებმა წარმოადგინეს პროდუქტებისა და ტექნოლოგიების მიმოხილვა ქსელური უსაფრთხოებისა და უსადენო ქსელების აგებისთვის.

კიდევ ერთი ერთობლივი კონფერენცია გაიმართა ნაფარეულში კომპანიასთან QNAP და HP. მოხსენებებში საუბარი შეეხო აქტიურ ქსელურ მოწყობილობებს, გადაწყვეტილებებს უსადენო ქსელებისთვის და პროგრამულ პლატფორმას Intelligent-ManagementCenter ქსელის ცენტრალიზებული მართვისთვის. პრეზენტაციამ ასევე მოიცვა HP -ს სიახლეები მონაცემთა შენახვის სფეროში, კერძოდ, დისკური სისტემები MSA და 3PAR, აგრეთვე სარეზერვო კოპირების სისტემები და HP DataProtector ინსტრუმენტი. QNAP-მა წარმოადგინა სახლისა და ოფისისთვის თავისი ქსელური გადაწყვეტების მიმოხილვა.

ასევე უნდა აღინიშნოს მთელი რიგი ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც მიეძღვნა ინსტრუმენტებს ვირტუალიზირებულ სტრუქტურაში მუშაობისთვის. ასე მაგალითად, ერთ-ერთი სემინარის თემა იყო მონაცემთა თანამედროვე დაცვა და ვირტუალური გარემოს დაცვა Veeam პროდუქტების მეშვეობით. მისი მიმდინარეობის დროს დემონსტრირებულ იქნა Veeam Backup & Replication და Veeam ONE გადაწყვეტები, აგრეთვე VMware VSPhere with Operations Management. ასევე უნდა აღინიშნოს იმ სემინარის ჩატარება, რომელიც მიეძღვნა Veeam -ს ახალ გადაწყვეტას VeeamAvailabilitySuite მონაცემთა თანამედროვე ცენტრალური დამუშავებისთვის, რომელზეც თანამშრომლებმა ისაუბრეს დამკვეთების პრობლემების გადაწყვეტის შესახებ.

სტატიაში მითითებული პროდუქტების შეკვეთა ან ტესტირება შესაძლებელია კომპანიათა ჯგუფის МУК – MUKTbilisi ლოკალურ წარმომადგენლობაში. ამ გადაწყვეტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, მათი შეძენისთვის, საპარტნიორო პროგრამების და VAD-სერვისების გაცნობისთვის, აგრეთვე ერთობლივი ღონისძიების ჩატარების თაობაზე წინადადებების გასაცნობად მოგვმართეთ ტელეფონზე +995 (32) 260-16-54 და ელექტრონული მისამართით georgia@muk.ge.


მოწყობილობა ტესტირებებისთვის

კომპანიის საწყობში პარტნიორებისთვის მისაწვდომი არის დემო მოწყობილობების კრებული ტესტირებისთვის:

  • წვდომის უსადენო წერტილები;
  • კომუტატორები;
  • ქსელური გამანაწილებლები;
  • ქსელის დაცვის საშუალებები;
  • ტელეფონია;
  • ფერადი პრინტერები;
  • პროექტორები.

დემო მოწყობილობების ასორტიმენტი მუდმივად განხლებადი და შევსებადი არის.


მისამართი:

მუკ თბილისი

საქართველო, ქ. თბილისი, ბოხუას #4, 0159

ტელეფონი/ფაქსი: +995 (32) 260-16-54

ელექტრონული ფოსტა: georgia@muk.ge

www.muk.ge

AMP мировой производитель электронных и энергетических компонентов EAG LANDesk Software, Inc QNAP (Quality Network Appliance Provider) - поставщик качественных сетевых устройств.


Следите за нами в социальных сетях —